მთავარ შინაარსზე გადასვლა

English (Pilot)


TEE-MCAGE
ამ კურსზე ჩარიცხვა მხოლოდ მოსაწვევებით ხდება

კურსის შესახებ

კურსი მიზნად ისახავს მონაწილეებს დაეხმაროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები დაუკავშირონ საკუთარ საგანსა და პრაქტიკას. კურსში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ენის კომუნიკაციური სწავლების მახასიათებლებისა და პრინციპების გაცნობაზე, რაც დაეხმარება მონაწილეებს დაგეგმონ გაკვეთილები ამ პრინციპების გათვალისწინებიით.

მონაწილეები პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ნახავენ როგორ მოარგონ დიფერენცირებული სწავლების პრინციპები ინგლისური ენის გაკვეთილს, როგორ გამოიყენონ სხვადასხვა ინტერაქციული მოდელები მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში უკეთ ჩართვისა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით.

მონაწილეები დაინახავენ რა უპირატესობა აქვს თემატურ სწავლებას და თავად დაგეგმავენ თემატურ იუნიტს შესაბამისი პრინციპების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ენობრივი ასპექტებისა და ოთხივე კომუნიკაციური მიმართულების ((კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებების გათვალისწინებას.

კურსი მონაწილეებს ხელს შეუწყობს სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრასა და სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში. მონაწილეები ასევე გაეცნობიან ავთენტური შეფასების სხვადასხვა ფორმას და შეფასების პროცესში გასათვალისწინებელ უმთავრეს პრინციპებს.

კურსი მონაწილეებს ასევე დაეხმარება გაიაზრონ დამხმარე მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელოვნება ინგლისური ენის გაკვეთილის დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი ბრაუზერის გამოყენებაა რეკომენდებული?

კურსი საუკეთესოდ მუშაობს Google Chrome, Safari ან Firefox ბრაუზერებში.