მთავარ შინაარსზე გადასვლა

მეორედ გამსვლელთათვის - 1: მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები ( თვითრეგულირებადი)


TEE-MCAGE

კურსის შესახებ

ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლების იდენტიფიცირებაში, ამგვარი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი ფაქტორების გათვალისწინებასა და მიზნის მისაღწევად საჭირო სტრატეგიების დაუფლებაში.

ტრენინგი მიზნად ისახავს, მონაწილეებს გააცნოს მოსწავლეების მამოტივირებელი ფაქტორები დაანახოს მოსწავლეების წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების აუცილებლობა, მისცეს შესაძლებლობა გააცნობიერონ თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის საჭიროება სწავლების პროცესში. მოდულში წარმოდგენილი მიდგომები და მეთოდები ხელს შეუწყობს მონაწილეებს, ისე წარმართონ სასწავლო პროცესი, რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, ცოდნის სიღრმისეულად ათვისებასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას. მოდული ასევე მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებას.

  1. კურსის ნომერი

    EDU-1
  2. მეცადინეობების დაწყება

  3. მეცადინეობების დასრულება

  4. სირთულის შეფასება

    06:00
ჩარიცხვა