Skip to main content

დისტანციური ონლაინ და შერეული სწავლება


SH

დისტანციური ონლაინ და შერეული სწავლების ონლაინ კურსის მიზანია მხარი დაუჭიროს მაწავალებლებს დისტანციური და შერეული სწავლების მოდელებით საგნობრივი კურიკულუმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.  

ონლაინ თვითმართვადი კურსის სტრუქტურა აგებულია მასწავლებლების რეალური პროფესიული საქმიანობის პროცესებთან თანხვედრით და მოიცავს კურიკულუმის შემუშავების სრულ გზას: გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების განსაზღვრას, სასწავლო რესურსებისა შერჩევას, მეთოდების განსაზღვრას და შეფასების სისტემის შემუშავებას, ასევე ტექნოლოგიების გამოყენებას სასწავლო პროცესის ეფექტურად ორგანიზებისთვის. მასწავლებლებს შეუძლიათ ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარონ ონლაინ კურსი, გაეცნონ რესურსებს, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის  მოთხოვნების გააზრებასა და გათავისებაში დაეხმარებათ, და ეტაპობრივად იმუშაონ თავიანთი საგნების კურიკულუმების შემუშავებაზე.  

მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი მორგებულია დისტანციურ და შერეულ სწავლებაზე, ონლაინ კურსი სასარგებლო და საინტერესო იქნება იმ მასწავლებლებისთვისაც, რომლებიც ამ ეტაპზე სრულად პირისპირ მოდელით ასწავლიან.  

ონლაინ კურსი შედგება 7 მოდულისგან: 

  1. მოდული 1 - დისტანციური განათლების მიმოხილვა  

  1. მოდული 2 - დისტანციური ონლაინ კურსის / საგნის სწავლა-სწავლების მიზნები და შედეგები 

  1. მოდული 4 - ეფექტური სწავლების მეთოდები და სტრატეგიები  

  1. მოდული 5 - შეფასება 

  1. მოდული 3 - სასწავლო რესურსები 

  1. მოდული 6 - ვირტუალური სასწავლო სივრცის მოწყობა 

  1. მოდული 7 - უპირობო პოზიტიური სასწავლო გარემო 

Enroll