რომელი ბრაუზერის გამოყენებაა რეკომენდებული?
კურსი საუკეთესოდ მუშაობს Google Chrome, Safari ან Firefox ბრაუზერებში.
კურსი ხელს შეუწყობს მონაწილეებს, გაიაზრონ და შეაფასონ საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების სწავლებაში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობა; შეისწავლონ მოსწავლეზე ორიენტირებული კონკრეტული სასწავლო სტრატეგიები, მეთოდები და მიდგომები; გაიცნონ პრაქტიკაში მათ დასანერგად საჭირო კონკრეტული ტექნიკები და ისწავლონ მათი გამოყენება მოდელირების გზით. ტრენინგი დაეხმარება მონაწილეებს, დანერგონ თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში კვლევაზე, პრობლემაზე, პროექტზე დაფუძნებული სწავლება; შეიმუშაონ სასწავლო პროცესის დიფერენცირების კონკრეტული გზები როგორც სასწავლო მასალის შინაარსის, ასევე მეთოდოლოგიის მიხედვით; გამოიყენონ შეფასების სხვადასხვა სტრატეგია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში; გააცნობიერონ სასწავლო პროცესის წარმართვის აუცილებლობა 21-ე საუკუნის მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით, შექმნან გაკვეთილის გეგმები აღნიშნულის გათვალსწინებით.
კურსი საუკეთესოდ მუშაობს Google Chrome, Safari ან Firefox ბრაუზერებში.