მთავარ შინაარსზე გადასვლა

ქიმია (პილოტირებული)


TEE-MCAGE
ამ კურსზე ჩარიცხვა მხოლოდ მოსაწვევებით ხდება

კურსის შესახებ

კურსი ხელს შეუწყობს მონაწილეებს, გაიაზრონ და შეაფასონ საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობა; შეისწავლონ მოსწავლეზე ორიენტირებული კონკრეტული სასწავლო სტრატეგიები, მეთოდები და მიდგომები; გაიცნონ პრაქტიკაში მათ დასანერგად საჭირო კონკრეტული ტექნიკები და გავარჯიშდნენ გამოყენებაში მოდელირების გზით. კურსი დაეხმარება მონაწილეებს, დანერგონ თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში კვლევაზე, პრობლემაზე, პროექტზე დაფუძნებული სწავლება; შეიმუშავონ სასწავლო პროცესის დიფერენცირების კონკრეტული გზები, როგორც სასწავლო მასალის შინაარსის, ასევე მეთოდოლოგიის მიხედვით; გამოიყენონ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში; გააცნობიერონ სასწავლო პროცესის წარმართვის აუცილებლობა 21-ე საუკუნის მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით, შექმნან თემატური და გაკვეთილის გეგმები აღნიშნულის გათვალსწინებით.

კურსის ბოლოს მონაწილე შეძლებს:

      1. გამოიყენოს რვა სამეცნიერო პრაქტიკა ქიმიის სწავლა-სწავლების პროცესში;
      2. გამოიყენოს სამეცნიერო მეთოდი როგორც ქიმიის კვლევაზე დაფუძნებული სწავლების საშუალება, სწავლების, დიფერენცირებისა და შეფასების მიზნით;
      3. დანერგოს სასწავლო პრაქტიკაში საკვლევ შეკითხვაზე, პრობლემაზე, პროექტზე დაფუძნებული სწავლება;
      4. გამოიყენოს სწავლების კონკრეტული სტრატეგიები (სტრატეგია „მმმ“, სტრატეგია „იდენტიფიცირება და ინტერპრეტირება“) მოსწავლეებში არგუმენტირებული მსჯელობის, მონაცემების ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარების განვითარებისათვის;
      5. ქიმიის სწავლებისას გამოიყენოს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების კონკრეტული მეთოდები: ვებ-ძიება, ვირტუალური ლაბორატორიები, მანიპულატივები;
      6. მოახდინოს სასწავლო პროცესის დიფერენცირება როგორც სასწავლო მასალის, ასევე მეთოდოლოგიის მიხედვით;
      7. გამოიყენოს მრავალფეროვანი სტრატეგიები და ინსტრუმენტები განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების მიზნით;
      8. დაგეგმოს თემა/გაკვეთილი ტრენინგზე შეძენილი ცოდნის გათვალისწინებით, 21-ე საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.

მოთხოვნები

ამ კურსის გავლამდე, აუცილებლად უნდა გაიაროთ სადემონსტრაციო კურსი.

ხშირად დასმული შეკითხვები

რომელი ბრაუზერით ჯობია შემოსვლა

Open edX საუკეთესოდ მუშაობს Chrome, Firefox, Safari თანამედროვე ვერსიებით, or ან Internet Explorer version 9 და და უფრო ახალით.